Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
Tbilisi
Georgia
(+995) 557 005344
info@horizontal.ge
ტოპოგრაფიული გადაღება

ტოფოგრაფიული გადაღება (ტოპოგადაღება) – არის სამუშაოთა კომპლექსი რომელიც ხორციელდება პირველადი ტოპოგრაფიული გეგმის და გეოდეზიური ინფორმაციის მისაღებად.

ტოპოგადაღება ყველაზე მოთხოვნადი გეოდეზიური სამუშაოა. მისი გამოყენება აუცილებელია მშენებლობის ყველა ეტაპზე, ქალაქგეგმარებისას, მიწისქვეშა კომუნიკაციების დასატანად, მიწის გეგმარებისათვის, ინფრასტრუქტურის პროექტირებისათვის (გაზიფიკაცია, ელექტროფიკაცია და ა.შ.), ლანდშაფტური დიზაინის პროექტირებისას, ხეების განლაგების, ტიპების და დიამეტრის დადგენისათვის, ასევე მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა – კორექტირებისათვის.

გეოდეზიური სამუშაოების შედეგად, დამკვეთი იღებს ტოპოგრაფიული გეგმის ქაღალდის და ელექტრონულ ვერსიას.

ტოპოგრაფიულ გეგმაზე, კანონით დადგენილ კოორდინატთა სისტემაში, ასახულია ტერიტორიის დეტალური რელიეფი, ასევე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები (შენობა-ნაგებობა, მდინარეები, არხები, წყალსაცავები, ღობეები, საზღვრები და ა.შ.).

ტოპოგრაფიულ გეგმას გააჩნია განსაზღვრული მასშტაბები :

  • 1:200, 1:100, 1:50 მასშტაბები გამოიყენება ძირითადად ლანდშაფტური პროექტირებისას;
  • 1:500 მასშტაბი გამოიყენება შენობა-ნაგებობების პროექტირებისას და ყველაზე გავრცელებული მასშტაბია ყოველდღიურ ყოფაში;
  • 1:1000 და 1:2000 მასშტაბის ტოპოგადაღება ძირითადად გამოიყენება მცირე დასახლებული პუნქტების გენგეგმისათვის, ხაზოვანი ნაგებობების პროექტირებისათვის (ავტომაგისტრალები, ქსელური ინფრასტრუქტურა, მილსადენები, ელ.გადამცემები და ა.შ.), თუმცაღა არსებული კომუნიკაციებისა და საპროექტო ნაგებობათა გადაკვეთის ადგილებში აუცილებელია სამუშაო ჩატარებულ იქნას 1:500 მასშტაბში;
  • 1:5000 და 1:10000 მასშტაბი ძირითადად გამოიყენება სოფლებისა და ქალაქგეგმარების პროექტირებისათვის. აღნიშნული სამუშაოებისას დასაშვები ცდომილება გეგმაზე არ უნდა აღემატებოდეს 15სმ. დასახლებულ პუნქტებში, ხოლო 30სმ. დაუსახლებელ პუნქტებში.

ტოპოგადაღების ნიმუშები იხილეთ ქვემოთ.